ანგელა მერკელი აცხადებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ დაწესებული ზომები ზამთრის გადასატანად საკმარისი არ იქნება

00:51, 08.12.2020

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ დაწესებული ზომები ზამთრის გადასატანად საკმარისი არ იქნება. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, განცხადება ანგელა მერკელმა პარტიის წევრებთან შეხვედრის დროს გააკეთა.

„სიტუაცია უარესდება: ეს ზომები საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ზამთარი გადავლახოთ“, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

გერმანიაში ნაწილობრივი კარანტინი და სოციალური დისტანციის წესების ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოქმედებს.

მსგავსი