ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიაში ივნისიდან კორონავირუსზე აცრა ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს შეეძლება
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანიაში ივნისიდან კორონავირუსზე აცრა ნებისმიერი ასაკის მოქალაქეს შეეძლება

გერმანია ასაკობრივი ჯგუფებისთვის ვაქცინებზე პრიორიტეტებს გააუქმებს და ივნისიდან აცრა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა.

გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ასაკობრივი ჯგუფების გაუქმება არ ნიშნავს, რომ ყველა დაუყოვნებლივ აიცრება, მაგრამ ყველას შეეძლება ვაქცინის განაცხადის შევსება და ვაქცინას მიწოდების შესაბამისად მიიღებენ.

გერმანიის კანცლერის განცხადებით, ქვეყნის მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქების საკითხს განიხილავს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სრულად ექნებათ ჩატარებული.

გერმანიის რობერტ კოხის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე მერკელმა თქვა, რომ სრულად ვაქცინირებული ადამიანები და ისინი, ვინც გამოჯანმრთელდნენ, აღარ წარმოადგენენ შესაბამის ინფექციურ საშიშროებას. გერმანიაში ამჟამად აცრები „ფაიზერის“, „მოდერნასა“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით მიმდინარეობს.