ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანია მხარს დაუჭერს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას
ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გერმანია მხარს დაუჭერს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას

გერმანია მხარს დაუჭერს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივებას. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა უკრაინაში პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ჩვენ ვისაუბრეთ, რომ სანქციები დაკავშირებულია მინსკის შეთანხმების შესრულებასთან. თუ იქნება რამე პროგრესი, შესაძლებელია საუბარი მათ შემსუბუქებაზე. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, მინსკის შეთანხმება არ სრულდება, შესაბამისად, გერმანია ამ სანქციების გახანგრძლივების მომხრე იქნება“,- განაცხდა მერკელმა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები  2019 წლის 15 მარტამდე გაახანგრძლივა.