Anfieldwatch - „ლივერპულში“ გადაწყვეტენ, ალისონს მამარდაშვილი შეცვლის თუ სხვა მეკარე #1TVSPORT
„ლივერპული“ ინგლისის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მეკარესთან აფორმებს კონტრაქტს, რომელიც მამარდაშვილის კონკურენტი გახდება – ამის შესახებ წერილს ვებგვერდი Anfieldwatch-ი აქვეყნებს.
„დღესდღეობით, „ლივერპულში“ ალისონ ბეკერის შეცვლის მთავარი კანდიდატი გიორგი მამარდაშვილია. ქართველი ახალგაზრდა, ნიჭიერი მეკარეა და თავისი შესაძლებლობები არაერთხელ დაამტკიცა. მამარდაშვილს შეუძლია, ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახდეს, რომელიც ყველა მნიშვნელოვანი ტიტულისთვის იბრძოლებს.
თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ალისონის შეცვლა რთულია. ბრაზილიელი არა მხოლოდ გამორჩეული მოთამაშეა, არამედ, წლების განმავლობაში დაამტკიცა, რომ კლუბის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია და „ლივერპული“ მის შემცვლელზე, ჯერჯერობით, საბოლოოდ ამიტომ ვერ ჩამოყალიბდა.
კლუბი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგას – ენდონ მამარდაშვილს, თუ კიდევ ერთი მაღალი კლასის მეკარე შეიძინონ და ამ პოზიციაზე მძაფრი კონკურენცია შექმნან. ამ კითხვას პასუხის რაც შეიძლება მალე უნდა გაეცეს. ისე ჩანს, რომ მერსისაიდელები მხოლოდ მამარდაშვილზე ვერ იქნებიან დამოკიდებულნი.
მათ ჰყავთ უნგრელი არმინ პეჩი, რომელიც ამჟამად „ლივერპულის“ 21-წლამდელთა გუნდში გამოდის და ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა მეკარედ მიიჩნევა. ცოტა ხნის წინ კი უნგრეთის ეროვნულ ნაკრებში ჰქონდა დებიუტი და ყაზახეთთან ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა.
პეჩი თანამედროვე მეკარისთვის დამახასიათებელი თვისებებითაა დაჯილდოებული. ის მოქნილია, აქვს კარგი რეაქცია და მისი დიდი დამსახურებაა, „ლივერპულის“ 21-წლამდელთა გუნდმა ინგლისის პრემიერლიგა 2-ის პლეიოფში რომ ითამაშა.
მისი ფიზიკური და ტექნიკური თვისებებიდან გამომდინარე, ადვილი მისახვედრია, რომ „ლივერპული“ უნგრელ მეკარეს მომავალში გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად განიხილავს.