Anfieldwatch – „ლივერპულს“ სუძუკის დამატება სურს, ეს კი, შესაძლოა, მამარდაშვილის წასვლას ნიშნავდეს #1TVSPORT
„ლივერპული“ იაპონიის ნაკრების მეკარის, ზიონ სუძუკის დამატებით დაინტერესდა, რაც შესაძლოა, გუნდიდან გიორგი მამარდაშვილის წასვლას ნიშნავდეს – ინფორმაციას Anfieldwatch-ი ავრცელებს.
„ზაფხულში „ლივერპული“, სავარაუდოდ, რამდენიმე ფეხბურთელს დაიმატებს. გუნდი „პარმის“ მეკარის, ზიონ სუძუკის გადაბირებას ცდილობს, რომელიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იაპონიის ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მან რამდენიმე მატჩი შესანიშნავად ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ გუნდი ტურნირზე შორს ვერ გავიდა, სუძუკი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მისი შეძენით „ლივერპული“, „ლიდსი“ და „იუვენტუსი“ არიან დაინტერესებულნი.
სუძუკის ტრანსფერი, შეიძლება, ნიშნავდეს, რომ „ლივერპულს“ გიორგი მამარდაშვილი დატოვებს, რომელსაც საკმაოდ უცნაური სეზონი ჰქონდა. ქართველმა ალისონის ხშირი ტრავმების გამო გაცილებით მეტი სათამაშო დრო მიიღო, მაგრამ გულშემატკივრები ფიქრობენ, მზად არის თუ არა ის ბრაზილიელის სრულფასოვნად შესაცვლელად.
საქართველოს ნაკრების მეკარე 25 წლისაა, მას ჯერ კიდევ ბევრი დრო აქვს განვითარებისთვის, ალისონს მერსისაიდულ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისში ეწურება და ამ დროისთვის „ლივერპულს“ უნდა ჰყავდეს საკმარისად კარგი შემცვლელი, რომელიც ბრაზილიელს უპრობლემოდ შეცვლის“, – ამტკიცებს ინგლისური გამოცემა.