ქერჩის კოლეჯში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცამეტამდე გაიზარდა
ქერჩის კოლეჯში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცამეტამდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ანექსირებული ქერჩის კოლეჯში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცამეტამდე გაიზარდა.

დაშავებულთა რიცხვი 50- ს აჭარბებს, მათგან 20 საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილთა უმეტესობა მოზარდები არიან.

ტელეკომპანია Дождь-ი  თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ აფეთქების შემდეგ შეიარაღებულმა პირმა იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

ქერჩის კოლეჯში აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. ადგილზე მომუშავე გამომძიებლები ამბობენ, რომ კოლეჯის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს.