ანდრო ბითაძე - შეიძლება ითქვას, რომ „სიკვდილის ჯგუფში“ მოვხვდით
ანდრო ბითაძე - შეიძლება ითქვას, რომ „სიკვდილის ჯგუფში“ მოვხვდით

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე D ჯგუფში – საფრანგეთის, იტალიისა და საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გუშინ ბუდაპეშტში გაიმართა. მეტოქე გუნდებსა და კენჭისყრის შედეგებზე საქართველოს პირველ არხთან პირველი კომენტარი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა, ანდრო ბითაძემ გააკეთა. 

ანდრო ბითაძე -„როგორც ყოველთვის, ურთულესი ჯგუფი შეგვხვდა. იტალიასთან არაერთხელ გვაქვს ნათამაშები. კარგად ვიცნობთ ამ ნაკრებს, წელს მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ. ასევე არის საბერძნეთი, რომელიც ამ ჩემპიონატზე მედლებისთვის იბრძოლებს. ჯგუფის მესამე გუნდი საფრანგეთია, რომელიც რიოს ოლიმპიადის მონაწილეა, დაკომპლექტებულია უძლიერესი მოთამაშეებით. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ე.წ. „სიკვდილის ჯგუფში“ ვართ, მაგრამ მაინც დადებითად შევაფასებ ჩვენს შანსს. ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სერიოზული ძალაა მსოფლიო წყალბურთში, წლიდან წლამდე იზრდება ჩვენი დონე და დარწმუნებული ვარ, ბუდაპეშტის ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს აქამდე საუკეთესო შედეგს საგრძნობლად გავაუმჯობესებთ“.

ევროპის ჩემპიონატი ბუდაპეშტში 2020 წლის 12-26 იანვარს გაიმართება. საქართველოს ნაკრები კონტინენტის საუკეთესო გუნდებს შორის ზედიზედ მეოთხედ მოხვდა

A ჯგუფი

გერმანია, სლოვაკეთი, ხორვატია, მონტენეგრო

B ჯგუფი

რუმინეთი, სერბეთი, ჰოლანდია, რუსეთი

C ჯგუფი

მალტა, თურქეთი, ესპანეთი, უნგრეთი

D ჯგუფი

საფრანგეთი, იტალია, საქართველო, საბერძნეთი

დატოვე კომენტარი