ანდრიუს კუბილიუსი განმარტავს, რატომ არ გაითვალისწინეს ოპოზიციის მოთხოვნა, რომ ევრონესტის რეზოლუციაში 20 ივნისს დაკავებულები პოლიტპატიმრებად მოეხსენიებინათ
ანდრიუს კუბილიუსი განმარტავს, რატომ არ გაითვალისწინეს ოპოზიციის მოთხოვნა, რომ ევრონესტის რეზოლუციაში 20 ივნისს დაკავებულები პოლიტპატიმრებად მოეხსენიებინათ

ევრონესტის რეზოლუცია არ ეძღვნებოდა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების კონკრეტულ მახასიათებლებს, – ასეთი არგუმენტი დაასახელა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრიუს კუბილიუსმა საკითხზე, თუ რატომ არ გაითვალისწინეს ოპოზიციის მოთხოვნა, რომ ევრონესტის რეზოლუციაში 20 ივნისს დაკავებულები პოლიტპატიმრებად მოეხსენიებინათ.

ო​პოზიციონერი დეპუტატები ითხოვდნენ, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირები ჩაწერილიყვნენ რეზოლუციაში, როგორც პოლიტპატიმრები. საქართველოს პირველი არხი დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დაინტერესდა, რატომ არ ჩაიწერა ეს ევრონესტის რეზოლუციაში.

„საქართველოში არსებულ სიტუაციაზე საუბრის დროს საკმაოდ ვრცლად ვისაუბრეთ ამ საკითხზე. ჩვენი პლენარული სესიების დროს ასევე მცდელობა იყო, რომ შეტანილიყო ცვლილებები ერთ-ერთი კომიტეტის ანგარიშში. კომიტეტის ანგარიში ეხებოდა ზოგად საკითხს, როგორიც არის საპარლამენტო ზედამხედველობა. ეს არ ეძღვნებოდა საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების კონკრეტულ მახასიათებლებს. ასამბლეის წევრები ამბობდნენ, რომ ლოგიკური თვალსაზრისით არ იქნებოდა კარგი, რომ გამოგვეყენებინა ისეთი ენა ინდივიდუალურ საკითხებთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც ეს ანგარიში არის უფრო ზოგადი და ის ფარავს საპარლამენტო ზედამხედველობას. სწორედ ამიტომ, კონკრეტული რაღაც ცვლილებები არ განხორციელდა და არ იქნა მხარდაჭერილი ასამბლეის წევრების მიერ. მაგრამ, როდესაც საუბარია ჩემს შეშფოთებაზე, მე ვამბობ, რომ მე ვარ შეშფოთებული იმ შეგრძნებით, რაც აქვთ ევრონესტის წევრებს, რომლებიც წარმოდგენილი არიან აქ“, – განმარტა კუბილიუსმა.