ანდრია ბითაძე სენსაციური გამარჯვების მონაწილე გახდა
ანდრია ბითაძე სენსაციური გამარჯვების მონაწილე გახდა

წყალბურთში, რეგიონალური ლიგის გათამაშებაში, ანდრია ბითაძისცრვენა ზვეზდამ“, ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ყველაზე სენსაციური გამარჯვება მოიპოვა. სერბულმა კლუბმა გათამაშების მეცხრე ტურში ტიტულოვანი გუნდი, საკლუბო წყალბურთში ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი, დუბროვნიკისიუგი“ ერთი ქულის სხვაობით – 11:10 დაამარცხა. „ცრვენა ზვეზდას“ შემადგენლობაში იყო ანდრია ბითაძე, რომელმაც შეხვედრაში ერთი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ ბელგრადის „ცრვენა ზვეზდა“ ახალგაზრდული გუნდია, რაც შეეხება „იუგს“, მასში ხორვატიის წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების უძლიერესი მოთამაშეები ირიცხებიან და გუნდმა გასულ სეზონზე, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ითამაშა. მსგავსი სენსაცია წყალბურთელთა რეგიონულ ლიგაში 2017 წელს დაფიქსირდა, როდესაც „იუგი“ „პარტიზანთან“ 14:16 დამარცხდა. წყალბურთელთა რეგიონალურ ლიგაში ბალკანეთის ქვეყნების, მათ შორის ხორვატიის, მონტენეგროს, სერბეთის და სლოვენიის კლუბები ​მონაწილეობენ. გუნდები პირველ და მეორე ლიგაში არიან გადანაწილებული.