ანდრეს მამიკინსი - საქართველოს უწოდებენ სამხრეთ კავკასიის „სუპერ სტარს“, მან უნდა მიიღოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა
ანდრეს მამიკინსი - საქართველოს უწოდებენ სამხრეთ კავკასიის „სუპერ სტარს“, მან უნდა მიიღოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა

საქართველოს უწოდებენ სამხრეთ კავკასიის „სუპერ სტარს“, მან უნდა მიიღოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრეს მამიკინსმა ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციის მიღების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო ბევრს მუშაობს ევროინტეგრაციაზე.

„ჩემთვის, როგორც ანგარიშის ავტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უწოდებენ სამხრეთ კავკასიის „სუპერ სტარს“, მოწინავე სახელმწიფოს და ქვეყანას, რომელსაც ევროპული მომავალი აქვს. ეს არის ქვეყანა, რომელიც სრულად აფილირებულია ევროპასთან. საქართველო ახდენს დემონსტრირებას პოლიტიკური ნებისა და სურვილის, რომ ბევრს მუშაობს ევროინტეგრაციაზე.

საქართველომ უნდა მიიღოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა. მე ბედნიერი ვარ, რომ ტექსტი დაბალანსებულია და მივაღწიეთ დიდ პოლიტიკურ კონსესუსს ტექსტთან დაკავშირებით. რაც შეეხება არჩევნების შესახებ ცვლილებას და რეზოლუციაში შეტანას, ვფიქრობ, რომ ამით გავლენას ვახდენთ საარჩევნო პროცესზე.

დეკემბერში რომ გვქონოდა ეს რეზოლუცია, მაშინ არჩევნებზე უნდა გაკეთებულიყო ჩანაწერი. ჯერ არ არის დასრულებული პროცესი და ამიტომ, ჩემი აზრით, ჯობდა, რომ სიჩუმე შეგვენარჩუნებინა. რაც შეეხება კორუფციას, საქართველოში გაცილებით ნაკლები პრობლემაა კორუფციის, ვიდრე მოლდოვაში ან უკრაინაში.

ეს ყველამ კარგად იცის ამ ორგანიზაციაში და გამოჩნდა დებატებზეც. თქვენ გაქვთ სურვილი და აგრძელებთ ბრძოლად კორუფციის წინააღმდეგ, რაც ჩვენთვის პოზიტიური ნიშანია. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მუშაობა საქართველოსთან ერთად შემდგომი წარმატებებისთვის“, – განაცხადა ანდრეს მამიკინსმა.