იაპონური „ვისელ კობეს” ნახევარმცველი ანდრეს ინიესტა ესპანეთის ოლიმპიური ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შეიყვანეს, რომელმაც უნდა ითამაშოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, – წერს გამოცემა sport.es.
35 წლის ინიესტას გარდა, წინასწარ შემადგენლობაში შეიყვანეს 34 წლის დავიდ სილვა („მანჩესტერ სიტი“), 32 წლის ჟერარდ პიკე („ბარსელონა“) და 33 წლის სერხიო რამოსი („რეალი“). შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის წესების თანახმად, ოლიმპიური ნაკრების საბოლოო განაცხადში არ უნდა იყოს 23 წელს გადაცილებული სამზე მეტი ფეხბურთელი.
ოთხივე ფეხბურთელი იყო ესპანეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონი (2010) და ევრო 2012-ის გამარჯვებული.
ზაფხულის ოლიმპიადა ტოკიოში 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე გაიმართება.