ანდრეს ინიესტას, მასკერანოსა და ვერონის „ესტუდიანტესი“ იწვევს
ანდრეს ინიესტას, მასკერანოსა და ვერონის „ესტუდიანტესი“ იწვევს

იაპონური „ვისელ კობეს“ ესპანელმა ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ, შესაძლოა, კარიერა არგენტინულ „ესტუდიანტესში“ გააგრძელოს.

როგორც გაზეთი „დეილი სტარი“ წერს, არგენტინული კლუბი სერიოზულ დაინტერესებას გამოთქვამს ინიესტას მიმართ იმის მიუხედავად, რომ ესპანელმა „ვისელ კობეში“ სამწლიანი კონტრაქტის მხოლოდ ერთი წელი ითამაშა.

„ესტუდიანტესის“ რიგებში თამაშობს „ბარსელონაში“ ინიესტას ყოფილი პარტნიორი ხავიერ მასკერანო, მწვრთნელი კი ესპანელის კიდევ ერთი ყოფილი თანაგუნდელი გაბრიელ მილიტოა.

„დღეისათვის ჩვენ არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინიესტასთან, თუმცა ამ თემაზე ლაპარაკი მიმდინარეობს. თუ ჩვენ შევეცდებით ინიესტას გაფორმებას, ხალხი არასოდეს დაივიწყებს ტრანსფერის შესაძლო ჩავარდნის ფაქტს“, – განაცხადა „ესტუდიანტესის“ პრეზიდენტმა ხუან სებასტიან ვერონმა.

ანდრეს ინიესტამ „ვისელ კობეში“ 37 მატჩი ჩაატარა და ცხრა გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი