ანდრეს ინიესტას გამოსათხოვარ მატჩში „ბარსელონამ“ „რეალი“ დაამარცხა #1TVSPORT
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა „ბარსელონასა“ და „რეალის“ ლეგენდების მატჩი, რომელიც ესპანელ ნახევარმცველს ანდრეს ინიესტას მიეძღვნა.
ლეგენდების ელ-კლასიკო „ბარსელონას“ გამარჯვებით დასრულდა – 2:1.
31-ე წუთზე ხავიერ სავიოლამ წინ გაიყვანა კატალონური კლუბი. 78-ე წუთზე ხავიერ ბალბოამ პენალტით გაათანაბრა. კომპენსირებულ დროში საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი ფერნანდო სანსმა. გამარჯვების გოლში მონაწილეობა მიიღო ინიესტამ, რომელმაც კარის გასწვრივ ჩააწოდა.
ინიესტას გამოსათხოვარ მატჩში მონაწილეობდნენ – ჩავი, გაისკა მენდიეტა, რივალდო, იკერ კასილიასი, რობერტო კარლოსი, ფაბიო კანავარო, სტივ მაკმანამანი, ლუდოვიკ ჟიული და სხვები.