საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ ყოფილი ვარსკვლავი ანდრეს ინიესტა პროფესიონალურ სამწვრთნელო კარიერას იწყებს.
სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, 42 წლის ესპანელი სათავეში არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდს, „გალფ იუნაიტედს“ ჩაუდგება. მოსალოდნელია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება უახლოეს საათებში გაკეთდება.
ლეგენდარული ფეხბურთელისთვის ეს მწვრთნელის რანგში პირველი სამსახური იქნება. არაბთა გაერთიანებული საამიროების გუნდში იგი თანამემამულე დავიდ იგლესიასს შეცვლის.
ქალაქ დუბაიში ბაზირებული კლუბი 2019 წელს არის დაარსებული და ამჟამად ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონში ასპარეზობს.