ანდრეს ინიესტა - მესი მუნდიალის მოგების გარეშეც საუკეთესო იყო #1TVSPORT
ანდრეს ინიესტა - მესი მუნდიალის მოგების გარეშეც საუკეთესო იყო #1TVSPORT

ანდრეს ინიესტამ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა – „ბარსელონასა“ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის თქმით, არგენტინელი თავდამსხმელი თანამედროვეობის საუკეთესო მოთამაშეა.

„ჩემთვის მესი საუკეთესოა მსოფლიო ჩემპიონატის მოგების გარეშეც. ის ფაქტი, რომ მუნდიალი მოიგო, როგორც მისთვის, ასევე მთელი არგენტინისთვის უდიდესი ბედნიერების მიზეზი და სრულიად დამსახურებულია.

დარწმუნებული ვარ, ვინც მესის არ თვლის საუკეთესოდ, ყოველთვის იპოვის მიზეზს, რომ მომავალშიც ასე შეაფასოს, მიუხედავად იმისა, მოიგო თუ არა მსოფლიო ჩემპიონატი“, – განაცხადა ინიესტამ 90 min-თან ინტერვიუში.

ლეო მესი არგენტინის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. კატარში დასრულებული 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინელებმა საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს (3:3, 4:2 – პენალტების სერიაში).

ამას გარდა, 35 წლის არგენტინელმა ვარსკვლავმა ტურნირზე რამდენიმე რეკორდი გააუმჯობესა და მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.