„ბარსელონას“ ლეგენდა ანდრეს ინიესტა თავის მშობლიურ კლუბში დაბრუნებას აპირებს.
ჟურნალისტ ხავი ტარეს ინფორმაციით, ინიესტა და „ბარსელონას“ კიდევ ერთი ყოფილი ნახევარმცველი ტიაგო ალკანტარა დაბრუნდებიან კატალონურ კლუბში. ტიაგო მთავარი მწვრთნელის, ჰანსი ფლიკის სამწვრთნელო ჯგუფში დაიკავებს ადგილს. მისი ამოცანა იქნება, სიახლეები შეიტანოს ტაქტიკურ ხედვაში და გაუზიაროს გუნდს „ბაიერნსა“ და „ლივერპულში“ მიღებული გამოცდილება.
რაც შეეხება ინიესტას, ის „ლა მასიას“ სისტემაში მიიღებს ადგილს, იმუშავებს ახალგაზრდა ტალანტებთან და მათ ტექნიკური ილეთების დახვეწასა და „ბარსელონას“ საკლუბო ღირსებების აღქმაში დაეხმარება.