ანდრეი სიბიგა – არ უნდა გვქონდეს ილუზიები იმის შესახებ, თუ რას აკეთებს რუსეთი, კრემლი აკვირდება ყოველ რეაქციას და ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა

00:15, 17.08.2026

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა აცხადებს, რომ კრემლი აკვირდება ყოველ რეაქციას და ამოწმებს, თუ რამდენად შორს შეუძლია წასვლა.

„ინციდენტები სულ უფრო ხშირი ხდება და ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზიები იმის შესახებ, თუ რას აკეთებს რუსეთი. კრემლი აკვირდება ყოველ რეაქციას და ამოწმებს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა“, – წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, ვიდრე რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება, ეს საფრთხე ქვეყნის საზღვრებს მიღმაც გავრცელდება.

სიბიგას განმარტებით, რუსეთზე გაზრდილი ზეწოლა და კოლექტიური რეაგირება არის ის ფაქტორები, რომლებსაც შეუძლია მოსკოვის გათვლების შეცვლა და შემდგომი აგრესიის შეკავება.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ განცხადებით თავის ესტონელი კოლეგის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ღამის განმავლობაში ნატო-ს ძალებმა რუმინეთის თავზე დრონი ჩამოაგდეს. მისი თქმით, ნატო-სთვის საფრთხე გაგრძელდება, ვიდრე რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არ დასრულდება.

მსგავსი