ანდრეი შევჩენკოს ამერიკული კლუბები იწვევენ #1TVSPORT
ანდრეი შევჩენკოს ამერიკული კლუბები იწვევენ #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ანდრეი შევჩენკოს MLS-ის კლუბები ეპატიჟებიან, – იუწყება სპორტის ცნობილი მიმომხილველი ნიკოლო სკირა.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით,  ჩრდილოეთ ამერიკის ლიგაში 44 წლის უკრაინელი სპეციალისტით ერთდროულად სამი კლუბია დაინტერესებული.

30 ივლისს უკრაინის ფეხბურთის ფედერაციასთან ანდრეი შევჩენკოს კონტრაქტის ვადა ამოიწურა, მხარეებმა ხელშეკრულება აღარ გააგრძელეს და ახალგაზრდა სპეციალისტმა ეროვნული ნაკრები დატოვა.

შევჩენკოს ხელმძღვანელობით, უკრაინის ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე იასპარეზა და კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ საფეხბურთო ტურნირზე საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდი 1/4 ფინალამდე გაიყვანა.