ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი ანდრეა მალდერა ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT
ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრების ახალი მწვრთნელი ანდრეა მალდერა ოფიციალურად წარადგინა #1TVSPORT

ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეს, უკრაინის ნაკრებს ანდრეა მალდერა გაწვრთნის – იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრეი შევჩენკომ ოფიციალურად წარადგინა.

„უკრაინის ფეხბურთის ასოციაციამ მწვრთნელობის ოთხი კანდიდატიდან არჩევანი ანდრეა მალდერაზე შეაჩერა. გადაწყვეტილების მიღებისას ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი მისი მუშაობა იყო როგორც უკრაინის ეროვნულ გუნდში, ასევე კლუბებში.

მომწონს მისი ამბიცია, მისასალმებელია, რომ ის უკრაინაში იცხოვრებს. მნიშვნელოვანია, გყავდეს მწვრთნელი, რომელსაც თავისი პოტენციალის რეალიზება სურს“, – თქვა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა.

უკრაინის ნაკრებში ანდრეი შევჩენკოს მწვრთნელობის დროს მალდერა მისი ასისტენტი იყო. იტალიელი სპეციალისტი ასევე მწვრთნელის ასისტენტად „მარსელსა“ და „ბრაიტონში“ მუშაობდა.