ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრები დატოვა #1TVSPORT
ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრები დატოვა #1TVSPORT

უკრაინის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდერი შევჩენკომ თანამდებობა დატოვა. ნაკრებიდან წასვლის შესახებ 44 წლის უკრაინელმა სპეციალისტმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა:

„დღეს ამოიწურა ჩემი კონტრაქტი უკრაინის ფეხბურთის ასოციაციასთან. ნაკრებში ხუთი წელი გავატარე. ეს იყო მძიმე შრომის პერიოდი, მაგრამ დავამტკიცეთ, რომ თანამედროვე ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. მადლობელი ვარ პრეზიდენტის, რადგან უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ნაკრებთან მუშაობის შესაძლებლობა მომცა.

მადლობელი ვარ თითოეული მოთამაშის, თითოეული ადამიანის, ვინც გუნდის შენებაში მეხმარებოდა. დიდი მადლობა ყველა გულშემატკივარს მხარდაჭერისა და კრიტიკისთვის. ჩვენ ერთად შევძელით გვეჩვენებინა, რომ უკრაინული ფეხბურთი კონკურენტუნარიანი, პროდუქტიული და საინტერესოა. მწამს უკრაინის“, – დაწერა ანდრეი შევჩენკომ.

ანდრეი შევჩენკომ ნაკრები 2016 წელს ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელობით უკრაინის ეროვნულმა გუნდმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე იასპარეზა, ევრო 2020-ზე კი 1/4 ფინალში გავიდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Andriy Shevchenko (@andriyshevchenko)