ანდრეი შევჩენკომ დაადასტურა, რომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელად რჩება

18:16, 07.06.2020

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ განაცხადა, რომ ეროვნული გუნდის დატოვებას არ აპირებს. შევჩენკო ადასტურებს, რომ ნაკრებში დარჩება –  მინიმუმ ევროპის ჩემპიონატის დასრულებამდე.

„მე გარწმუნებთ, რომ უკრაინის ნაკრებში ვრჩები, – ციტირებს ანდრეი შევჩენკოს სიტყვებს „პროფუტბოლი“. – მე გუნდთან ერთად დაუმთავრებელი საქმე მაქვს – ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი“.

43 წლის სპეციალისტმა საკუთარი ქვეყნის ნაკრები ერთა ლიგის ელიტარულ დივიზიონში გაიყვანა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

მსგავსი