ანდრეი შევჩენკო – უკრაინა კატეგორიულად ეწინააღმდეგებს რუსეთის ფეხბურთში დაბრუნებას, ვგეგმავ ინფანტინოსთან შეხვედრას #1TVSPORT

23:53, 09.02.2026

უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრეი შევჩენკომ კომენტარი გაუკეთა ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიფა) პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს სიტყვებს რუსული გუნდების საერთაშორისო არენაზე შესაძლო დაბრუნების შესახებ.

„მინდა, დავიწყო ამ კვირის მთავარი ამბით. ლაპარაკია ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ინტერვიუზე, რომელიც ფეხბურთში რუსეთის შესაძლო დაბრუნებას ეხება. უკრაინის საფეხბურთო ასოციაციას სწრაფი რეაგირება ჰქონდა. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომელიც უცვლელი რჩება: სანამ გრძელდება რუსული აგრესია უკრაინის მიმართ, ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ რუსების ფეხბურთში დაბრუნებაზე.

ამ დღეებში შედგა სხვადასხვა დონეზე ფიფა-ს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია. ამ მომენტისთვის ფიფა-ს საბჭო არ განიხილავს რუსების დაბრუნებას. ეს ინფორმაცია ევროპულმა პრესამაც გაავრცელა.

მე ვგეგმავ შეხვედრას ჯანი ინფანტინოსთან, რათა დაწვრილებითი ინფორმაცია მოვაწოდო რუსების აგრესიაზე უკრაინაში და გავაცნო ჩვენი პოზიცია. კოლეგები სხვადასხვა ფედერაციიდან მხარს გვიჭერენ. სანამ ამგვარი მხარდაჭერა და ერთიანობა არსებობს, რუსების დაბრუნება ტურნირებზე არ განიხილება“, – განაცხადა ანდრეი შევჩენკომ.

მსგავსი