ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, „ჩელსის“ მწვრთნელი გახდეს
ანდრეი შევჩენკო, შესაძლოა, „ჩელსის“ მწვრთნელი გახდეს

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ, შესაძლოა, „ჩელსის“ დამრიგებლის პოსტი დაიკავოს, – წერს გამოცემა Le10sport.

წყაროს ცნობით, „ჩელსიდან“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის ფრენკ ლემპარდის დათხოვნის შემთხვევაში, მისი ადგილი შეიძლება უკრაინელ სპეციალისტს ერგოს. ირკვევა, რომ მის შესაძლებლობებს სათანადოდ აფასებს ლონდონური კლუბის მფლობელი რომან აბრამოვიჩი.

ფეხბურთელის რანგში შევჩენკო „ჩელსიში“ 2006-08 წლებში თამაშობდა.

„ჩელსის“ პრემიერლიგის 17 ტურის შემდეგ, 26 ქულა აქვს და მერვე ადგილზეა გათამაშების ცხრილში. ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ექვს მატჩში „არისტოკრატებმა“ მხოლოდ ერთი მოიგეს.