ანდრეი შევჩენკო პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი ხდება #1TVSPORT
ანდრეი შევჩენკო პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი ხდება #1TVSPORT

უკრაინელი სპეციალისტი ანდრეი შევჩენკო დათანხმდა პოლონეთის ნაკრების მწვრთნელობას. ამის შესახებ იტყობინება პოლონური გამოცემა vZbirna.

შევჩენკოსა და პოლონეთის საფეხბურთო კავშირს შორის კონტრაქტის ყველა პირობა შეთანხმებულია. წყაროს ცნობით, 45 წლის უკრაინელის ხელფასი წელიწადში 2.5 მილიონი ევრო იქნება, თავად ხელშეკრულების ხანგრძლივობა ორწელიწადნახევარია.

სანაკრებო დონეზე შევჩენკოს უკრაინის ეროვნულ გუნდთან უმუშავია, რომელიც ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ნაკრები გასულია მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევის პლეიოფში, სადაც 24 მარტს, ნახევარფინალში რუსეთის ნაკრებს შეხვდება.