ანდრეი შევჩენკო - არანაირი კონფლიქტი უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებს შორის არ მომხდარა #1TVSPORT
ანდრეი შევჩენკო - არანაირი კონფლიქტი უკრაინის ნაკრების ფეხბურთელებს შორის არ მომხდარა #1TVSPORT

უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი შევჩენკომ რეაგირება მოახდინა გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს გუნდის ფეხბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა.

„ამ ჭორებს არანაირი საფუძველი არ აქვს. გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა. უკრაინის ეროვნული ნაკრები ყველასთვის ღიაა და გთხოვთ გვეწვიოთ. ჩვენ ვუშვებთ ყველა ჟურნალისტს, ვაძლევთ ინტერვიუებს. კარგი ფილმი გადაიღეს ეროვნულ ნაკრებზე. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეკრებაზე საკუთარი კარი გავხსენით. ჩვენ საიდუმლოებები არ გვაქვს“, – თქვა შევჩენკომ გადაცემა „დიდი ფეხბურთის“ ეთერში.

უკრაინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ გუნდი გულშემატკივარს გაახარებს: „ჩემთვის სასაცილოც კი არის კომენტარი იმის შესახებ, რომ გუნდიდან რაღაცამ გამოჟონა. ეროვნულ ნაკრებში ურთიერთგაგება და კარგი ატმოსფეროა. დარწმუნებული ვარ, ბიჭები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ მიაღწიონ შედეგს, რასაც ჩვენგან გულშემატკივრები ელიან“.

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურში ნიდერლანდები-უკრაინის (3:2) მატჩის შემდეგ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია გასახდელში უკრაინელი ფეხბურთელების კონფლიქტის შესახებ, თითქოს ანდრეი იარმოლენკო მარლოსის თამაშით უკმაყოფილო იყო და თანაგუნდელს პრეტენზია წაუყენა.