ანდრეი რუდენკო - ივნისში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა
ანდრეი რუდენკო - ივნისში განვითარებულ მოვლენებამდე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია. ამის შესახებ მან „რია ნოვოსტისთან“ განაცხადა. ანდრეი რუდენკოს განმარტებით, აუცილებელია კრიზისამდე არსებულ მდგომარეობამდე დაბრუნება.

როგორც ინტერვიუს დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი ივნისში განვითარებულ მოვლენებამდე ნამდვილად განიხილებოდა.

„მიმდინარე წლის ივნისში თბილისში მოწყობილი უხეში ანტირუსული პროვოკაციების შემდეგ, ჩვენ მიერ შეზღუდვები დაწესდა. ამ მომენტისთვის კი, ვიზების გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია. აუცილებელია, მინიმუმ კრიზისამდე არსებულ მდგომარეობამდე დაბრუნება“, – განაცხადა ინტერვიუს დროს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.