ანდრეი კანჩელსკისი - უზბეკეთის ჩემპიონატის გაგრძელებას მხოლოდ მე და არველაძე ვეწინააღმდეგებოდით
ანდრეი კანჩელსკისი - უზბეკეთის ჩემპიონატის გაგრძელებას მხოლოდ მე და არველაძე ვეწინააღმდეგებოდით

შოთა არველაძე უზბეკეთში პირველი მწვრთნელი არაა, რომელსაც ვირუსი დაუდგინეს – ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილ შემტევს, ანდრეი კანჩელსკისს, რომელიც „ნავბოხორს“ ავარჯიშებს.

„გუნდი ნამანგანში ცხოვრობდა, ყველაფერი წესრიგში იყო. ბაზაზე ვიყავით იზოლირებულები, კონტაქტები მინიმუმამდე შემცირდა. ამავე დროს, მატჩები მშვიდად მიმდინარეობდა – როგორც შინ, ისე სტუმრად. აგვისტოში გამოცხადდა, რომ ჩემპიონატის შემდეგი ოთხი ტური ტაშკენტში გაიმართებოდა. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა,“ – ამბობს ანდრეი კანჩელსკისი.

ცნობილი რუსი მოთამაშის თქმით, ღიად ამ პრობლემაზე მხოლოდ შოთა არველაძემ ლაპარაკობდა:

„სამწუხაროდ, სხვა კლუბების კოლეგებისგან მხარდაჭერა ვერ მივაგენი. ლიგის ხელმძღვანელობასთან კამათის, საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმის აქ ყველას ეშინია. გამონაკლისი „პახტაკორის“ მწვრთნელი შოთა არველაძე და მე ვიყავით”.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძეს კორონავირუსზე დადებითი პასუხი აზიის ჩემპიონთა ლიგის მსვლელობისას დაუდასტურდა და ამჟამად იზოლაციაში იმყოფება, სადაც 14 დღე გაჩერდება.

დატოვე კომენტარი