ანდრეი დემჩენკო - ვფიქრობ, „ვორსკლა“ კოვტალიუკის ტრანსფერს მალე დაუბრუნდება #1TVSPORT
ანდრეი დემჩენკო - ვფიქრობ, „ვორსკლა“ კოვტალიუკის ტრანსფერს მალე დაუბრუნდება #1TVSPORT

ბათუმის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ უკრაინულ „სპორტ ექსპრესთან“ ინტერვიუში თავისი ყოფილი გუნდის, გორის „დილას“ უკრაინელი თავდამსხმელის, მიკოლა კოვტალიუკისადმი უკრანული კლუბის ინტერესზე ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც „დილამ“ კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშა, „ვორსკლა“ ძალიან დაინტერესდა კოვტალიუკით. უნდოდათ, მაშინვე აეყვანათ, მაგრამ კოლია საქართველოს ჩემპიონატში თამაშობდა. ის იყო მეათე ლეგიონერი. ასეთ პირობებში, ადგილობრივი წესებით, სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვის შემდეგ არც ქართველი და არც უცხოელი ფეხბურთელის აყვანა არ შეიძლება.

მოლაპარაკება შეჩერდა, პოლტავის გუნდის ხელმძღვანელებმა თქვეს: „მოდით, ეს საკითხი ზამთრამდე გადავდოთ“. გადავწყვიტეთ, რომ კოვტალიუკზე საუბარი გადაიდებოდა. თუმცა, ვფიქრობ, „ვორსკლა“ ამ საკითს მალე დაუბრუნდება“, – განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.

გორის „დილამ“, რომელსაც მანამდე უკრაინელი სპეციალისტი წვრთნიდა, კონფერენსლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში პოლტავის „ვორსკლა“ დაამარცხა (1:2, 3:1). 28 წლის კოვტალიუკმა მიმდინარე სეზონში „დილაში“ 29 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა.