ანდრეი დემჩენკო – გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია გვსურს, პოლონეთში დიდი ანგარიშით წაგებას არ ვიმსახურებდით #1TVSPORT

19:39, 26.08.2026

საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ „მიხეილ მესხზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე „იაგელონიასთან“ ევროპალიგის პლეიოფის საპასუხო მატჩისთვის გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

„ჩვენი გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია გვსურს. დიახ, კარგად ვთამაშობდით და 0:4 ძალთა თანაფარდობას არ ასახავს. საპასუხო მატჩში გულშემატკივრებს უნდა დავანახოთ, რომ ასეთ წაგებას არ ვიმსახურებდით. პირველ მატჩს თავისი კვალი მსაჯობამაც დაატყო.

არაერთი თამაში გვახსოვს, გუნდებს პირველ შეხვედრაში დიდი ანგარიშით წაგების შემდეგ რომ შემოუტრიალებიათ, ამიტომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

რა თქმა უნდა, 0:4 რომ წავაგეთ, ჩვენი ბრალიცაა. პირველი 20 წუთი არ გვეშინოდა, ვუტევდით და მეტოქეს შეცდომების დაშვებას ვაიძულებდით. კარგად თამაში რომ შეგვიძლია, ეს პოლონეთშიც დავამტკიცეთ, მაგრამ გოლის შემდეგ რატომღაც ინიციატივა დავთმეთ და ვერ დავიჯერეთ, რომ მოგება შეგვეძლო“.

მსგავსი