ანდრეი დემჩენკო - „დილას“ საკუთარი სახე და სტილი უნდა ჰქონდეს
ანდრეი დემჩენკო - „დილას“ საკუთარი სახე და სტილი უნდა ჰქონდეს

თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე, გორის „დილამ“ ახალი მთავარი მწვრთნელი, ანდრეი დემჩენკო და კლუბის ახალწვეულები წარადგინა.

„ფეხბურთელები გავიცანი, რამდენიმე ახალგაზრდა გასინჯვაზეა, რამდენიმეც ახლახანს დავიმატეთ. კარგი, ნიჭიერი ბიჭები არიან. უბრალოდ, საჭიროა მეტი ორგანიზებულობა და თანამედროვე თამაშზე გადართვა. შევეცდები, მოთამაშეებს ჩემი ცოდნა და ფეხბურთის ხედვა გადავცე, რომ ჩანაფიქრი მოედანზე გადავიტანოთ“, – ამბობს ანდრეი დემჩენკო.

გუნდის უკრაინელი დამრიგებლის თქმით, მისი მიზანია, „დილამ“ თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ითამაშოს: „მიზანი სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალი ადგილის დაკავებაა. ასევე ჩვენი ამოცანაა, გუნდს თანამედროვე, ევროპული და შემტევი ფეხბურთი ვასწავლოთ. ასევე მოთამაშეთა ტაქტიკური ცოდნისა და ტექნიკის გაუმჯობესება გვსურს. გუნდს საკუთარი სახე და სტილი უნდა ჰქონდეს, რათა „დილას“ თამაში სხვებისგან გამოირჩეოდეს“.

დატოვე კომენტარი