ანდრეა პირლოს იტალიის ნაკრებში დანიშვნა ჩაშლის პირასაა – მიზეზი რუსეთთან საქმიანი ურთიერთობებია #1TVSPORT
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ჯოვანი მალაგომ შეაჩერა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეა პირლოს დანიშვნის პროცესი, – ამის შესახებ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ.
წყაროს ცნობით, 27 ივლისს პირლოს დანიშვნასთან დაკავშირებული შეხვედრები გადაიდო. უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ 47 წლის სპეციალისტი დათანხმდა იტალიის ნაკრების გაწვრთნას და უახლოეს დღეებში უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი, მაგრამ წარმოიშვა ახალი საკითხები მის კანდიდატურასთან დაკავშირებით რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების გამო.
მაისის ბოლოს პირლო მოსკოვში დაესწრო სარეკლამო ღონისძიებას, რომელიც საბუკმეიკერო კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული. იტალიელი ოფიციალურად თანამშრომლობს ამ კომპანიასთან და მასთან ხელშეკრულება ავტომატურად გაწყდება ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, მაგრამ იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დამატებით შეისწავლოს სიტუაცია.
თავად პირლომ თავის განცხადებაში უარყო კავშირი პოლიტიკასთან და რუსეთთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობები დაადასტურა.