ანდრეა პირლოს ბედი უახლოეს ორ მატჩში გადაწყდება #1TVSPORT
ანდრეა პირლოს ბედი უახლოეს ორ მატჩში გადაწყდება #1TVSPORT

ტურინის „იუვენტუსმა“, შესაძლოა, უკვე მომავალ კვირას დაითხოვოს მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრეა პირლო, – ამტკიცებს ავტორიტეტული გამოცემა La Gazzetta dello Sport.

წყაროს ცნობით, სერია А-ს უახლოესი მატჩები „ტორინოსა“ (3 აპრილი) და „ნაპოლის“ (7 აპრილი) წინააღმდეგ გადამწყვეტი გახდება იტალიელი სპეციალისტისთვის. თუ „იუვენტუსი“ ორივე შეხვედრას წააგებს, პირლოს მთავარი მწვრთნელის თანამდებობას დაატოვებინებენ.

„იუვენტუსი“ მერვედფინალიდან გამოეთიშა ჩემპიონთა ლიგას, ხოლო იტალიის ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ლიდერ „ინტერს“ 10 ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი