ანდრეა პირლომ მარიო მანჯუკიჩი გააკრიტიკა
ანდრეა პირლომ მარიო მანჯუკიჩი გააკრიტიკა

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი ანდრეა პირლო მარიო მანჯუკიჩს აკრიტიკებს. იტალიელი ლეგენდის განცხადებით, ტურინელებმა თავდამსხმელი, რომელიც კრისტიანო რონალდოს შეუწყვილდება, აუცილებლად უნდა შეიძინონ.

„ჩემი აზრით, „იუვენტუსმა“ თავდამსხმელი უნდა იყიდოს ძირითად შემადგენლობაში რონალდოსთან ერთად თამაშისთვის. მანჯუკიჩი არ შეიძლება ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი იყოს,“ – თქვა პირლომ.

შეგახსენებთ, რომ მანჯუკიჩი „იუვენტუსში“ 2015 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი ცოტა ხნის წინ 2021 წლამდე გაახანგრძლივა. მიმდინარე სეზონში ხორვატმა შემტევმა ცხრა გოლი გაიტანა.