„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ დაადასტურა, რომ „ბარსელონას“ ფორვარდი ლუის სუარესი არ გახდება ტურინული კლუბის ფეხბურთელი.
„ჩვენ ჯერ ისევ ველოდებით ახალ ცენტრალურ ფორვარდს, მაგრამ წინ კიდევ ბევრი დროა, სატრანსფერო ფანჯარა ღიაა, თითოეულ გუნდს კი მსგავსი პრობლემები აქვს. ჩვენ არ ვჩქარობთ.
იტალიის პასპორტის მიღების პროცედურა სწრაფი არ არის, ასე რომ, სუარესი, ალბათ, ვერ გახდება „იუვენტუსის“ ფორვარდი“, – განაცხადა ტურინელთა დამრიგებელმა.
ადრე დაიწერა იმის შესახებ, რომ „იუვენტუსის“ ახალი ფორვარდი შეიძლება გახდეს ედინ ჯეკო.