ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად მზად არის
ანდრეა პირლო სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად მზად არის

იტალიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ მზად არის სამწვრთნელო კარიერის დასაწყებად.

„მე ვიმუშავე ლიცენზიის მიღებაზე და სექტემბერში გადმომცემენ მას, მაგრამ ჯერ ყველაფერი გაჩერებულია. უკვე მქონდა მოლაპარაკებები რამდენიმე კლუბთან, ამიტომაც ვნახოთ. არ ვარ წინააღმდეგი საზღვარგარეთ ვიმუშაო. ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ მაქვს. მე ხომ „ნიუ იორკში“ ვთამაშობდი. შემიძლია დავიწყო სამწვრთნელო კარიერა ნებისმიერ ადგილას. ფეხბურთი არ მენატრება, მაგრამ მზად ვარ ახალი გამოწვევისთვის. სახლში გატარებული ორი წლის შემდეგ, მივხვდი, რომ ეს მინდა,“ – თქვა პირლომ.

იტალიელის ბოლო კლუბი კარიერაში „ნიუ იორკ სიტი“ იყო, რომლის რიგებში მან 60 მატჩი ჩაატარა.