ანდრეა პირლო - კრიშტიანო რონალდო მაგალითია ყველა მოთამაშისთვის
ანდრეა პირლო - კრიშტიანო რონალდო მაგალითია ყველა მოთამაშისთვის

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ კრიშტიანო რონალდოზე ილაპარაკა.

„რონალდო ძალიან ბევრს მუშაობს. ის პირველი მოდის ვარჯიშზე და ყველაზე ბოლოს მიდის შინ. მას მოაქვს ენთუზიაზმი, ამის შემჩნევა მინდორზეც შეიძლება. რონალდომ კარგად დაიწყო სეზონი და ვიმედოვნებ, რომ ის ასეთ თამაშს სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს.

მინდა მან ყოველ მატჩში ერთი ან ორი გოლი გაიტანოს. რონალდო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. რომში ჩვენ სუსტები ვიყავით და ის ძალიან ეხმარებოდა „იუვენტუსს” მატჩის ბოლომდე. ის მაგალითია ყველა მოთამაშისთვის“, – განაცხადა პირლომ.

მიმდინარე სეზონში კრიშტიანომ მონაწილეობა მიიღო სერია A-ს 17 მატჩში და 13 გოლი გაიტანა.

დატოვე კომენტარი