ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ დაბრუნდება და მწვრთნელად იმუშავებს
ანდრეა პირლო „იუვენტუსში“ დაბრუნდება და მწვრთნელად იმუშავებს

ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველი ანდრეა პირლო, შესაძლოა, მომდევნო სეზონიდან თავის ყოფილ კლუბში „იუვენტუსში“ დაბრუნდეს, – წერს გამოცემა „ლა სტამპა“.

როგორც ირკვევა, 40 წლის იტალიელი დათანხმდა ტურინული კლუბის 23-წლამდელთა გუნდის მწვრთნელობას.

პირლო „იუვენტუსში“ 2011-15 წლებში თამაშობდა. მისი ბოლო კლუბი იყო „ნიუ იორკ სიტი“. იტალიელმა კარიერის დასრულების შესახებ 2017 წელს გამოაცხადა.