ანდრეა პირლო - ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც რონალდოს შეცვლიან
ანდრეა პირლო - ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც რონალდოს შეცვლიან

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ტურინული გრანდი დღეს კიევის „დინამოს“ ესტუმრება.

„იუვენტუსის“ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო კორონავირუსით არის ინფიცირებული ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე გუნდს პირველ მატჩში ვერ დაეხმარება.

ტურინელთა მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ განაცხადა, რომ კლუბში ჰყავს ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე რონალდოს შეცვლიან.

„სამწუხაროდ, კრიშტიანო კორონავირუსით არის ინფიცირებული და „დინამოსთან“ მატჩს გამოტოვებს, –  ციტირებს „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Football Italia.  – თუმცა, ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც რონალდოს შეცვლიან და მის პოზიციაზე ითამაშებენ. მაგალითად, მორატა, რომელმაც „კროტონეს“ წინააღმდეგ ითამაშა“.