ანდრეა პირლო ახლოს არის, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს #1TVSPORT

17:01, 24.07.2026

იტალიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნომერ პირველ პრეტენდენტად ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ანდრეა პირლო განიხილება, – ინფორმაცაის „გაზეტა დელო სპორტი“ ავრცელებს.

როგორც წყარო იუწყება, იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში ახლად დანიშნული ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი ამ როლისთვის საუკეთესო კანდიდატად სწორედ პირლოს მიიჩნევს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ნაკრების ახალ მენეჯმენტს თავისუფალ პოსტზე „მანჩესტერ სიტის“ ყოფილი მწვრთნელის, ხოსეპ გუარდიოლას მიყვანა სურდა, თუმცა მისგან უარყოფითი პასუხი მიიღეს.

მოსალოდნელია, რომ პირლო კონტრაქტს 2030 წლის მუნდიალის ჩათვლით გააფორმებს, მისი ანაზღაურება კი, მაქსიმუმ, 1.5 მილიონი ევრო იქნება.

ანდრეა პირლო კარიერის მანძილზე ტურინის „იუვენტუსს“, „კარაგუმრუკსა“ და „სამპდორიას“ წვრთნიდა. ამჟამად ის „დუბაი იუნაიტედში“ მუშაობს.

მსგავსი