ანდრეა მალდერა – ტაქტიკურად და ემოციურად რთული მატჩი იყო, საქართველოს ნაკრების საჯარიმოსთან დიდი დაბრკოლება გვექმნებოდა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის გათამაშების მეორე მატჩის ფრედ (0:0) დასრულების შემდეგ, უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა მალდერამ „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრა შეაფასა.
„პირველ რიგში, მინდა, დღეს კიევში სასტიკი დაბომბვის შედეგად დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოვუცხადო და ვუთხრა, რომ მე მათ გვერდით ვარ.
რაც შეეხება შეხვედრას, არ ვყოფ გუნდს ძირითად და სათადარიგო შემადგენლობებად. შანსს ყველა ფეხბურთელს ვაძლევ და ვინც დღეს მოედანზე გავიდა, მათი თამაშით ძალიან კმაყოფილი დავრჩი. რატომ შევცვალე პონომარენკო? პირველ ტაიმში ძალიან დაიღალა და ვთვლი, რომ ვინც მის ნაცვლად მოედანზე შევიდა, ძალიან კარგად ითამაშა.
ტრუბინმა შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და აჩვენა, რომ ძალიან ძლიერი მეკარეა. ახლა სასიამოვნო პრობლემა გვაქვს, ვინ დავაყენოთ კარში, ის თუ რიზნიკი. როდესაც გუნდში ორი ასეთი მაღალი დონის მეკარე გყავს, ეს დიდი ფუფნებაა.
ყველა შეხვედრა, შესაძლოა, ლამაზად ვერ ჩავატაროთ, ამიტომ ბევრი რამ გვაქვს გასაუმჯობესებელი. ბევრი მომენტი ვერ შევქმენით. ტაქტიკურად და ემოციურად რთული მატჩი იყო, მეტოქის საჯარიმოსთან დიდი დაბრკოლება გვექმნებოდა“.
საქართველოს ნაკრები ერთ ლიგაზე შემდეგ შეხვედრას გასვლაზე გამართავს – რამაზ სვანაძის გუნდი 2 ოქტომბერს ბუდაპეშტის „პუშკაშ არმენაზე“ უნგრეთს ეტსუმრება.