ანდრე ვილაშ-ბოაშმა „მარსელი“ დატოვა
ანდრე ვილაშ-ბოაშმა „მარსელი“ დატოვა

„მარსელმა“ ოფიციალურად გამოაცხადა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ანდრე ვილაშ-ბოაშის წასვლის შესახებ.

სანამ ეს მოხდებოდა, პორტუგალიელმა სპეციალისტმა „ლანსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა, რომ ტოვებს „მარსელს“, რადგან არ ეთანხმება კლუბის სპორტულ პოლიტიკას. ვილაშ-ბოაშის თქმით, ერთი დღის წინ „სელტიკიდან“ ოლივიე ნტჩამას ტრანსფერი არ შედიოდა მის გეგმებში, მაგრამ „მარსელმა“ ის მაინც გაიფორმა.

„მივიღე გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ, რადგან არ ვეთანხმები კლუბის სპორტულ პოლიტიკას. არაფერი მინდა „მარსელისგან“. ფული არ მჭირდება“, – განაცხადა მწვრთნელმა.

პრესკონფერენციიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „მარსელმა“ დაადასტურა ვილაშ-ბოაშის გადადგომა.

„მარსელი“ ლიგა 1-ში 20 ტურის შემდეგ მეცხრე ადგილზეა.

ვილაშ-ბოაში ფრანგულ გუნდში 2019 წლის მაისიდან მუშაობდა.

დატოვე კომენტარი