ანდრე ვილაშ-ბოაში „მარსელში“ დაინიშნა
ანდრე ვილაშ-ბოაში „მარსელში“ დაინიშნა

ლონდონის „ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაში „მარსელის“ მთავარი მწვრთნელი გახდა, – წერს ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი. კონტრაქტის პირობები და მისი მოქმედების ვადა ჟურნალისტებისთვის უცნობი დარჩა. ადრე იტყობინებოდნენ, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი „მარსელთან“ ორწლიან კონტრაქტს გააფორმებდა და თვეში 600 ათას ევროს დაუნიშნავდნენ.

ვილაშ ბოაშის ბოლო კლუბი იყო „შანხაი“, რომელიც 2017 წელს დატოვა. მანამდე ის ავარჯიშებდა „პორტუს“, „ჩელსის“, „ტოტენჰემსა“ და „ზენიტს“.

„მარსელმა“ საფრანგეთის ჩემპიონატი მეხუთე ადგილზე დაასრულა. რუდი გარსიას გუნდი 30 ქულით ჩამორჩა „პარი სენ-ჟერმენს“. შემდეგ სეზონში „მარსელი“ ევროპის ლიგაზე ითამაშებს.