ანდრე ონანა - რასიზმი ჩვეულებრივი მოვლენაა
ანდრე ონანა - რასიზმი ჩვეულებრივი მოვლენაა

ამსტერდამის „აიაქსის“ მეკარე ანდრე ონანამ განაცხადა, რომ არა ერთხელ გამოუცდია საკუთარ თავზე რასიზმის გამოვლენა.

„დიახ, რა თქმა უნდა, მე მინახავს რასიზმი. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, განსაკუთრებით, როცა გასვლაზე ვთამაშობთ. მაგრამ, საბედნიეროდ, გადავწყვიტე აღარ გავამახვილო ასეთ მომენტებზე ყურადღება. ეს მე არ გამტეხს! რასიზმი – უბედურებაა, ის არსებობს ფეხბურთში და ჯერჯერობით მისი გაქრობა შეუძლებელია“, – განაცხადა კამერუნელმა ფეხბურთელმა.

ადრე ონანამ განაცხადა, რომ საკლუბო ფეხბურთის დონეზე ფერადკანიან მეკარეებს არ ენდობიან.

24 წლის ონანა „აიაქსში” 2015 წლიდან თამაშობს.

დატოვე კომენტარი