ანდრე იგუადალამ სტეფ კარიზე ისაუბრა
ანდრე იგუადალამ სტეფ კარიზე ისაუბრა

მას შემდეგ, რაც კევინ დურანტმა ტრავმა მიიღო, „გოლდენ სტეიტის“ ლიდერობა სტეფ კარიმ იტვირთა. „ვორიორზის“ გამთამაშებელი პლეიოფში საშუალოდ მატჩში 27.3 ქულას, 6.3 მოხსნას და 5.3 გადაცემას აგროვებს.

„პორტლენდთან“ სერიის უკანასკნელ გადამწყვეტ შეხვედრაში სტეფმა 37 ქულა დაააგროვა და ამასთან ერთად სამმაგი დუბლის გაიფორმა. „გოლდენ სტეიტის“ კაპიტანმა ანდრე იგუადალამ „ათლეტიკისთვის“ (The Athletic) მიცემულ ინტერვიუში კარიზე ისაუბრა. ანდრეს სჯერა, რომ სტეფი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გამთამაშებელია.

„მე მიმაჩნია, რომ ის ყველა დროის საუკეთესო გამთამაშებლებს შორის მეორე ადგილზეა. მე ამას ყოველთვის ასე მივიჩნევდი. აქედან გამომდინარე, ჩემთვის მისი თამაში კევინის დაშავების შემდეგ გასაკვირი ნამდვილად არ არის. ასეთ დონეზე თამაში ურთულესია, ეს ბიჭი კი ისე თამაშობს, თითქოს ყველაფერი ძალიან მარტივად იყოს“, – აღნიშნა იგუადალამ.