ანდრე იგუადალა სავარაუდოდ „მემფისში“ გადავა
„გოლდენ სტეიტისთვის“ დიდი ცვლილებების ეტაპი დადგა. გუნდი დატოვა კევინ დურანტმა, რომელიც „ბრუკლინ ნეთსში“ გადავიდა.
როგორც ირკვევა, „ვორიორზის“ რიგებს გუნდის კაპიტანი ანდრე იგუადალაც დატოვებს. ამის სანაცვლოდ კი სტივ კერის გუნდი დრაფტის პირველი რაუნდის მოთამაშეს მიიღებს.
ჯერჯერობით უცნობია კონტრაქტის დეტალები. ამერიკული მედიის ინფორმაციით, იგუადალას შეძენით ასევე დაინტერესებული იყო „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“.
Golden State is trading Andre Iguodala to the Memphis Grizzlies, league source tells ESPN. Warriors are sending a 2024 protected first-round pick in the 2024 (protected 1-4), 2025 (protected 1) and 2026 unprotected.
— Adrian Wojnarowski (@wojespn) 1 July 2019