ანდრე იგუადალა „მაიამიში“ გადავიდა

13:02, 06.02.2020

ანდრე იგუადალამ მიაღწია დასახულ მიზანს და საბოლოოდ გუნდის შეცვლას აპირებს. ამერიკული მედია, კერძოდ კი ჟურნალისტი შემს ჩარანია ავრცელებს ინფორმაციას, რომ იგუადალა „მემფისიდან” „მაიამიში“ გადადის.

„იაჰუ სპორტის” (Yahoo Sports) ჟურნალისტი კრის ჰეინსი იუწყებოდა, რომ ანდრე ლოს ანჯელეს „ლეიკერსში” გეგმავდა გადასვლას, თუმცა როგორც ჩანს იგუადალა ფლორიდული გუნდის ღირსებას დაიცავს.

„ესპნ-ის” (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი ადასტურებს იგუადალას „მაიამიში” გადასვლას და ასევე იუწყება, რომ ანდრე „ჰიტში” ერთი სეზონის გამო არ მიდის. წყაროს ცნობით იგუადალა ფლორიდულ გუნდთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ამ დროის განმავლობაში $30 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

გავრცელებული ინფორმაციით „მაიამის” ხელმძღვანელობა გუნდში დანილო გალინარის მიწვევასაც გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ზამთრის სატრანსფერო სეზონი ამერიკის შეერთებულ შტატებში ხვალ იწურება.

მსგავსი