ანდრე გომეშს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
ანდრე გომეშს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს

ევერტონის ნახევარმცველი ანდრე გომეში სამი მატჩით არის დისკვალიფიცირებული. პრემიერლიგის უკანასკნელი ტურის მატჩში ფულჰემის წინააღმდეგ პორტუგალუელმა ლეგიონერმა მეტოქე გუნდის ფეხბურთელ ალექსანდარ მიროვიჩს ფეხი განზრაც დააბიჯა, თუმცა ეს მომენტი მატჩის მთავარ მსაჯ ლი პრობერტს მხედველობიდან გამორჩა.

ფეხბურთელის სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯის გადაწყვეტილება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ვიდეოფირის გაანაზილების შემდეგ მიიღო. 25 წლის გომეში მანჩესტერ იუნაიტედის, კრისტალ პალასისა და ბარნლის წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს და მხოლოდ წლევანდელი სეზონის ბოლო მატჩში შეეძლება მოედანზე დაბრუნება, როდესაც მისი გუნდი სტუმრად ტოტენჰემს დაუპირისპირდება.