ანდრე გომეში - მესი და რონალდო ერთნაირად დიდი ფეხბურთელები არიან
ანდრე გომეში - მესი და რონალდო ერთნაირად დიდი ფეხბურთელები არიან

„ბარსელონას“ ყოფილმა ნახერავმცველმა ანდრე გომეშმა კატალონიურ კლუბში გატარებული პერიოდი გაიხსენა, ასევე ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო შეადარა ერთმანეთს.

„დრო, რომელიც „ბარსელონაში“ გავატარე, არასოდეს დამავიწყდება. ეს იყო ჩემი კარიერის მწვერვალი. სადაც არ უნდა წავიდე, ეს გუნდი ყოველთვის ჩემს გულში იქნება. მესი თუ რონალდო? ჩემი აზრით, ორივეს თამაშით სიამოვნება უნდა მიიღოს ადამიანმა. ერთსაც და მეორესაც უზარმაზარი შესაძლებლობები აქვს და ყველაფერს გასცემენ მოედანზე, რომ გამარჯვებულები გამოვიდნენ“, – მოჰყავს გომეშის სიტყვები „ილევენ სპორტს“.

ამჟამად ანდრე გომეში „ევერტონის“ ღირსებას იცავს.

დატოვე კომენტარი