ანდრე გომეში „ევერტონთან“ პრემანენტულ კონტრაქტს გააფორმებს
ანდრე გომეში „ევერტონთან“ პრემანენტულ კონტრაქტს გააფორმებს

„ევერტონი“ პორტუგალიელ ნახევარმცველ ანდრე გომეშთან პერმანენტული კონტრაქტის გაფორმებასთან ახლოს არის. ფეხბურთელმა, რომელიც ჯერ კიდევ ოფიციალურად „ბარსელონას“ ეკუთვნის, გასული სეზონი მერსისაიდელების შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარა და იმდენად მოხიბლა გუნდის მესვეურები, რომ ისინი დაუყოვნებლივ დათანხმდნენ კატალონიელებისთვის 22 მილიონი ფუნტი სტერლინგის გადახდაზე.

ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ თავად გომეშიც ბედნიერია „ევერტონში“ და ცოტა ხნის წინ „ვესტ ჰემის“ შეთავაზებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

მიმდინარე ზაფხულში, „ჰადერსფილდიდან“ მეკარე იონას ლოსლის დამატების შემდეგ, ანდრე გომეში „ევერტონის“ მიერ შეძენილი მეორე ფეხბურთელია.