ანდრე დრამონდი - სანამ კარგად გავიცნობდი, ფაჩულია მძულდა
ანდრე დრამონდი - სანამ კარგად გავიცნობდი, ფაჩულია მძულდა

დეტროიტ „პისტონსმა“ გულშემატკივრებს სეზონის შესანიშნავი სტარტი შესთავაზა და ანდრე დრამონდი ამ ყველაფრის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია. შესაძლოა, ახალგაზრდა ვარსკვლავი პრესასთან ისე ხშირად არ ურთიერთობს, მაგრამ საკუთარი აზრის გამოხატვას ნამდვილად არ ერიდება.

მცირე ხნის წინ ანდრემ ჯეიმს ლ. ედვარდთან (TheAthletic) ინტერვიუში განაცხადა, რომ სანამ კარგად გაიცნობდა მას ზაზა ფაჩულია სძულდა.

„მე ის მძულდა, მე ის უბრალოდ მძულდა,“ – განაცხადა დრამონდმა.

როდესაც კალათბურთელები ერთ გუნდში აღმოჩნდნენ, რა თქმა უნდა, მათ შორის მცირედი დაძაბულობა იყო, თუმცა ფაჩულია დარმონდს დაელაპარაკა და მას თვალი აუხილა.

„ზაზა დეტროიტში ჩამოვიდა და მე პირველ რიგში მისი კარგად გაცნობა ვცადე. როდესაც შანსი მოგეცემა რომ დაელაპარაკო, მხოლოდ მაშინ ხვდები, თუ როგორია ადამიანია. საუბრის შემდეგ მის მიმართ პატივისცემის გარდა აღარაფერი გრჩება. ახლა ზაზასთან ერთად ვთამაშობ და მას უკვე კარგად ვიცნობ. ადრე ვფიქრობდი, რომ მის წინააღგმდეგ თამაში მეზიზღებოდა, მაგრამ როდესაც ზაზამ ამიხსნა რას, როდის, რატომ და როგორი დავალებით აკეთებდა – მე მას სრულიად გავუგე.“

ახლა დრამონდი ფაჩულიას ძალიან აფასებს. ანდრე გუნდის ძირითადი ცენტრია და საშუალოდ 18.4 ქულას, 15.8 მოხნას და 1.4 ბლოკს აკეთებს. ზაზა კი მას ცვლის და გუნდის წარმატებაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს.

თუკი ანდრე დრამონდი ამ დონეზე თამაშს სრული სეზონის მანძილზე მოახერხებს, „პისტონს“ აღმოსავლეთ კონფერენციის მოგების კარგი შანსი ექნება